“რავი, ასე გამოვიდა”

11101246_906851166043827_3012259493589659514_n

სტერეოტიპული : ისინი, ბიჭები – უცნაური ხალხია; შენ გიყვარს – გაგირბიან. მას უყვარხარ – გაურბიხარ. ერთმანეთი გიყვართ – ბედნიერებას ვერ ითმენთ. ერთმანეთი არ გიყვართ – “შესაფერისი მომენტი” გჭირდებათ. თუ მიდიხართ – სხვა მოგწონთ. თუ რჩებით – მიდიან. თუ მიდიან – პასუხისმგებლობებს გაურბიან (ასე ამბობენ) . “იქნებ “ არსებობს ბევრი იქნებ, რომელსაც სწირავ – ემოციას, ენერგიას, დროს, ღიმილს. […]

Continue reading


ჩემი შეყვარებული

large (6)

მინდოდა იაპონელი ბიჭი შემყვარებოდა და ეთქვა სამი ჯადოსნური სიტყვა: “მარიამ, წამომყევი ნაგოროში.” და მეც დავპირდებოდი – თვით მზეს დავასწრებდი მის ნახვას. მერე,დიდი ალბათობით, ვერ ავუსრულებდი და დავწერდი,რომ ნაგორო თოჯინების სამყაროდ იქცა და თოჯინების სამყარო – ნაგოროდ. და რომ ჩემი ბიჭი ახლა ტოკიოში ცხოვრობს. და ყოველ დილით მეტროში კარგავს იდენტობას. მაგრამ მე არცერთ იაპონელ ბიჭს ვიცნობ. და საერთოდ, […]

Continue reading


მარტივად, თოვლი

large (1)

…და მერე დიდი თოვლი მოვიდა ძალიან. ისე დაუკითხავად,როგორც მაშინ – შენი თავი რომ მომაყენა კართან ცხოვრებამ. დავიბენი. იმ მზის სხივებივით, ღრუბლებში რომ შეცურდნენ თოვლის მოსვლისას და არც უფიქრიათ ცხვირების გამოყოფა. ჩემი საწოლიდან ფანჯარა არც თუ ისე შორია,მაგრამ სათვალე ახლოს არასდროს მიდევს. ჰოდა, გვიან გავიგე იმ თოვლის მოსვლა. შენს მოსვლაზე რომ არაფერი ვთქვათ. მარცხენა ხელის ცეცებით მოვძებნე […]

Continue reading


* * *

15781328_907464419384601_6042794698343155564_n

უნდა მაპატიო; ვერ დაგიძახე. ვერ მოგწერე. ვერ დაგირეკე. ვერ შეგხვდი, თუნდაც შემთხვევით, სადაც წინასწარი გაწერილი სცენარით, მე შენ თვალი უნდა აგარიდო და უფრო მეტიც, საერთოდ, მარცხნივ გავიხედო (მარჯვენა პროფილი უკეთესი მაქვს). უნდა მაპატიო; თავსაც ვერ გაბეზრებ, არც იმ ეზოში ვტრიალებ, არც იმ ავტობუსით ვმგზავრობ და უფრო მეტიც, ვცდილობ ქუჩაში ნაკლები ვიბოდიალო, შენთან შეხვედრის პერსპექტივებით თავი […]

Continue reading


გაიქეცი, გაიქეცი ჩემგან!

14053872_10154436973689108_7997388689061212986_o

ჰაი. მარიამი ვარ. არც ვიცი,მარიამი ვარ თუ არა ნამდვილად, მაგრამ კაი. ყურადღების ცენტრში ყოფნა საუკეთესო კომფორტია ჩემთვის. თვითონ დისკომფორტს უფრო ვგავარ. ხანდახან, ძალიან ბევრ უხერხულობას რომ ქმნის. ყველას გვაქვს ნაკლი. (ჰა-ჰა-ჰა) რამდენჯერ გაწყენინე?! რამდენჯერ გაგიცრუე იმედი?! რამდენჯერ მენდე?! რამდენჯერ გაიფიქრე, კარგი იქნებოდა, არც შემხვედროდი?! რამდნჯერ გაგახარე?! რამდენჯერ გაგაგდე?! რამდენჯერ მიმიღე?! ჩემი ნაწერები, ნუ, ზოგიერთი მოგწონს. […]

Continue reading


მეშინია. შენ?!

tumblr_njt17fp0tj1u649byo1_1280

ჩემეულ შიშებზე უნდა მოვყვე. პირველი- დედის დაკარგვის იყო. რაღაც ბუნებრივი, ინსტიქტივით. მეცხრე სართულზე, მეზობელ ნათიას პატარა ასაკში გარდაეცვალა დედა. მაშინ ვერც ვხვდებოდი,როგორ უნდა განეცადა ნათიას ეს ამბავი, დაეტყობოდა თუ არა.. მაგრამ ღამით,ძილის წინ შუქს რომ მიქრობდნენ ,ძალიან მაგრად ვხუჭავდი თვალებს… კარგად ამეწვებოდა, მერე გუგები მისველდებოდა, ვფიქრობდი, დაახლოებით ასეთ სიმწარეს გრძნობდა ნათია-მეთქი.. მერე ნათიასთან განსაკუთრებულად ვმეგობრობდი, […]

Continue reading


Mai, mais / მაისი ,მაგრამ. 17

Le-Col-de-Claudine-by-Eloïse-Heritier

“შენს დუმილს სხეულის ყველა უჯრედით ვუსმენ” მე ზღვის სუნი მიყვარს შენს თითებზე. თუმცა ბუნდოვნად მახსოვს, როდის მეჭირა შენი ხელები ჩემს ტუჩებთან. მიყვარს კისერი, რომელსაც წყენისგან მუდამ დაბლა ხრიდი, ამბობდი, რომ დაიღალე. მიყვარს მხრები, რომლითაც შენს მძიმე ცხოვრებას დაათრევ. მხრები, რომლითაც  მიდიხარ,ბრუნდები. მხრები მხრებია. ზურგით დაათრევ შენს და ჩემს მძიმე ცხოვრებას, შენს და ჩემს დარდს, რომელიც ასე […]

Continue reading


გილოცავ )

132675_487641337933805_2066831496_o

არ მივყავართ ყველა გზას ტაძრამდე, რომამდე. არიან გზები. საფლავებამდე რომ მიგვათრევენ.   ხვალ შენი დაბადების დღეა. ერთი კვირით უფროსი ხარ. მუდამ გაურბოდი შენს დაბადების დღეს, მაგრამ დაჟინებით მოითხოვდი, ჩემსაზე “სადმე, დაგველია…”   ხვალ შენი დაბადების დღეა. ნიკ, გილოცავ.არანორმალურად მენატრები, ბიჭო !

Continue reading


სასხვათაშორისოდ..

Robert-Farber-Exhibit-my-eyes-have-seen

  გუშინ პირველად გავედი ზღვაზე. დიდი ზამთრის შემდეგ. ვდგავარ ზურგით. ერთადერთი შემთხვევა ; მე – წინ. ზღვა- უკან. ასეთი უსაზღვრო, უკიდეგანო, სევდიანი, მოუხელთებელი, ზღვა. და როგორი ჩუმი. რამდენჯერ შევკივლე ჩემს ცხოვრებას. ზღვაზე. რატომ?! ტვენის ტომივით არ არის პასუხი. არასდროს. დიდი დუმილი თუ შეიძლება, ზღვამ იცის. დუმილი, რომელიც კივის. რამდენჯერ დავუშინე ქვები. სულ ნაპირებში ვურტყი ფეხები. […]

Continue reading


/..’ყველაზე მარტივი მოტივი მარტია’../

_MG_3884

”ჩემო მეგობარო, ეს შენი სიჩუმეა, რომ ფეთქდება ჩემს ფანჯრებთან.   ჩემო მეგობარო შენ ალბათ ვერც ამჩნევ რა გაჟღენთილია შენი ყოველდღიურობა სიმშვიდით რომ არაფერი ემუქრება ხვალინდელ გეგმებს რომ სუპერმარკეტები ატრაქციონებივით კაშკაშებენ შენი ღმერთი კი უყურადღებობას მიეჩვია ჩემო მეგობარო მე შენზე მალე ჩავძაღლდები და ტკივილსაც ვერ დავტოვებ გულის ფეთქვა რომ ააჩქაროს აღარავინ დამრჩა ასეთი.”გამარჯობა. უკვე მარტია. ყველაზე […]

Continue reading