11101246_906851166043827_3012259493589659514_n

“რავი, ასე გამოვიდა”

სტერეოტიპული :

ისინი, ბიჭები – უცნაური ხალხია;
შენ გიყვარს – გაგირბიან.
მას უყვარხარ – გაურბიხარ.
ერთმანეთი გიყვართ – ბედნიერებას ვერ ითმენთ.
ერთმანეთი არ გიყვართ – “შესაფერისი მომენტი” გჭირდებათ.
თუ მიდიხართ – სხვა მოგწონთ.
თუ რჩებით – მიდიან.
თუ მიდიან – პასუხისმგებლობებს გაურბიან (ასე ამბობენ) .

“იქნებ “
არსებობს ბევრი იქნებ, რომელსაც სწირავ – ემოციას, ენერგიას, დროს, ღიმილს.

მგონი”
ფიქრობ, რომ კითხვების დასმას აზრი არ აქვს. პასუხები არ იცის და რომ იცოდეს, არანაირად გთვლის გაზიარების ღირსად. ყველაფერი ნათელია – შედეგით – “ცუდი დასასრული”.

“ალბათ”
ასე უფრო მარტივია; ექსპერტები გარწმუნებენ,რომ ძლიერი ადამიანი ხარ , ძლიერების -კი ეშინიათ.

დრო”
თავდაცვის საუკეთესო მექანიზმი – გავა, გაივლის, ყველაფერი შეიცვლება – დოქტრინა კი, “რაც არ გამოდის – ყველაფერი უკეთესი ამბებისთვის” -გამოსავალი.

და ასე დაუსრულებლად ;

არადა, მარტივად და უბრალოდ – როცა რაღაც მთავრდება. უარესებისთვის უნდა მოემზადო. რადგან ყოველთვის იწყება შედარებების, თვითცვლილებების, თვითშეფასებების, ანალიზის, კრიტიკის და ჯოჯოხეთური, ამოუწურავი მარტოობისთვის. წლობით ნაგროვებ “სიყვარული სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოდის” – ხელებში აცამტვერებ და გაფართოებულ გუგებში იყრი. ირგვლივ , ყველა კითხვას “როგორ ხარ” გაურბი, ივიწყებ და ერთადერთი შველაა – საათობით ცივ იატაკზე ზურგით წოლა – რადგან არავინ არის შეგიცოდოს. საკუთარი თავის გარდა, რა თქმა უნდა. ირგვლივ, ბევრი “ყველაფერი კარგად იქნება” და “წლების მერე ამაზე იცინებ” არსებობს.

“რავი, ასე გამოვიდა” – აღარც თებერვლის ბიჭობა უხდება და არც მსოფლიოში ყველაზე სევდიანი მხრები გხიბლავს.

ერთადერთი, რაც შთაგაგონებს – წარსულია. უბადრუკი და მოუხელთებელი გამოცდილებებით, რომლებიც ერთმანეთს არ ჰგვანან. როგორც არ უნდა ადარო და გითხრან “ჰო,მეც ასე”.

გაუმარჯოს იმ უნიკალურ ურთიერთობებს, რომლებმაც ერთდროულად წაგვაქცია და წამოგვაყენა. რომ არა ისინი, ვერასდროს გავიგებდით – საკმარისად კარგები ვართ, რომ შეგვიყვარონ.

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>