Robert-Farber-Exhibit-my-eyes-have-seen

სასხვათაშორისოდ..

 

გუშინ პირველად გავედი ზღვაზე. დიდი ზამთრის შემდეგ.
ვდგავარ ზურგით.
ერთადერთი შემთხვევა ; მე – წინ. ზღვა- უკან.

ასეთი უსაზღვრო, უკიდეგანო, სევდიანი, მოუხელთებელი, ზღვა.
და როგორი ჩუმი.
რამდენჯერ შევკივლე ჩემს ცხოვრებას. ზღვაზე.
რატომ?!
ტვენის ტომივით არ არის პასუხი.
არასდროს. დიდი დუმილი თუ შეიძლება, ზღვამ იცის. დუმილი, რომელიც კივის.

რამდენჯერ დავუშინე ქვები. სულ ნაპირებში ვურტყი ფეხები.
დუმს. არაფერი. საერთოდ.
ზღვის ნებისყოფა..

ჰოდა. წლებია ასე შევყვირი, ხან მივაშტერდები.
წარმოვიდგენ, გვერდით კამერას. კადრში ჩემს თვალებს. იქნებ, მეც ვიყო მეტყველი ასე. ფილმის კადრივით.

გოგოებს გვიყვარს ჩვენი ფილმები, საკუთარ თავებზე.
ის სიმღერაც გვესმის, კადრს რაც უნდა ახლდეს. ყველაზე სევდიანი , სულისშემძვრელი ნოტებით. აღელვებული მელოდია.

შეგვამჩნიეთ.
წვიმიან ამინდში რომ ავტობუსში წიგნს ვკითხულობთ გოგოები.
გაჩერებასთან თუ თავჩარგული მოუსვენრად დაგვინახეთ.
შეგვამჩნიეთ.

შეგვამჩნიეთ.
ზღვაზე მარტონი თუ ვსხედვართ. ჩვენ არავის ველოდებით.
ან ისეთს, ვინც მოინდომებს ჩვენსავით მარტო ჩამოჯდომას ნაპირებზე.
გვიყვარს დამთხვევები და მერე ავიკვიატებთ, შემთხვევით არაფერი ხდებაო.

შეგვამჩნიეთ.
როცა ყველაზე მეტად ვცდილობთ ვიყოთ შეუმჩნეველნი.
ეს ერთადერთი მომენტია, როცა ველით შემჩნევას.

ჩვენ ხშირად ბედნიერებიც ვართ. უბრალოდ, გვეშინია…


ვდგავარ ზურგით.
ერთადერთი შემთხვევა ; მე – წინ. ზღვა – უკან.

არის მომენტები, როცა ცხოვრებას ფარდიდან ვკარნახობ, როგორ მსურს.
ხშირად ბედნიერიც ვარ, უბრალოდ მეშინია.
გვეშინია გოგოებს დიდი ბედნიერების.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>