_MG_3884

/..’ყველაზე მარტივი მოტივი მარტია’../

”ჩემო მეგობარო,
ეს შენი სიჩუმეა, რომ ფეთქდება ჩემს ფანჯრებთან.
 
ჩემო მეგობარო
შენ ალბათ ვერც ამჩნევ
რა გაჟღენთილია შენი ყოველდღიურობა სიმშვიდით
რომ არაფერი ემუქრება ხვალინდელ გეგმებს
რომ სუპერმარკეტები ატრაქციონებივით კაშკაშებენ
შენი ღმერთი კი უყურადღებობას მიეჩვია
ჩემო მეგობარო მე შენზე მალე ჩავძაღლდები
და ტკივილსაც ვერ დავტოვებ გულის ფეთქვა რომ ააჩქაროს
აღარავინ დამრჩა ასეთი.”გამარჯობა.
უკვე მარტია. ყველაზე მარტივი მოტივი.
ამინდებივით მეცვლება განწყობა, სიტყვები, ადამიანები.
იცის მარტმა. ყველაზე მარტივი მოტივი.
აღარ მახსოვს, როდის ვისწავლე მძიმე დაცემისგან მარტო წამოდგომა.
მაგრამ მახსოვს, წლების განმავლობაში ჩემკენ გამოწვდილ ხელს ველოდებოდი-ხოლმე.
აღარ მახსოვს, როდის შევიბერე სული მარტომ გადახლეჩილ მუხლზე თუ ხელის გულებზე. მაშინ, როცა ბორბლებს სწირავ ცხოვრებას..
აღარ მახსოვს, როდის გადამისვა მამაჩემმა ბოლოს ხელი, კარგი გოგო ხარო. გადავეჩვიე კარგ საქციელებს, ხმის დაბალ ტონს.ვივიწყებ ყველაფერს. არაფერი მახსოვს.ახლა ავდგები და წავალ..
და წავიკითხავ დაფლეთილ ლექსებს, გულში.. რომელსაც დღეს, მარტო გადავყრი . ლიანდაგებქვეშ.

გამოგაზაფხულდი, წამოდი ზღვაზე. მე აღარაფერი მახსოვს. იქნებ, შენ.. შენ და მარტმა.. იცით რას ვივიწყებდი ასე გამწარებული, რომ ყველაფერი შემომავიწყდა.

მარტია. ყველაზე მარტივი მოტივი.
ცოტაც..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>