large (6)

ჩემი შეყვარებული

მინდოდა იაპონელი ბიჭი შემყვარებოდა და ეთქვა სამი ჯადოსნური სიტყვა:

“მარიამ, წამომყევი ნაგოროში.”

და მეც დავპირდებოდი – თვით მზეს დავასწრებდი მის ნახვას.

მერე,დიდი ალბათობით, ვერ ავუსრულებდი და დავწერდი,რომ
ნაგორო თოჯინების სამყაროდ იქცა და თოჯინების სამყარო – ნაგოროდ.
და რომ ჩემი ბიჭი ახლა ტოკიოში ცხოვრობს.
და ყოველ დილით მეტროში კარგავს იდენტობას.

მაგრამ მე არცერთ იაპონელ ბიჭს ვიცნობ.
და საერთოდ, დიდი ხანია, ნაცნობებსაც ვეღარ ვესალმები.

მინდოდა იაპონელი ბიჭი შემყვარებოდა და ეთქვა სამი ჯადოსნური სიტყვა:
“მარიამ, წამომყევი ნაგოროში.”

თოჯინების სამყაროდ გადაიქცა ნაგორო.
მე იაპონელი ბიჭი მიყვარს და ჩვენ ერთად ვქსოვთ თოჯინებს.
რომლებიც გვგავს.

და ახლა,
როცა არც იაპონელი ბიჭი მიყვარს, მით უფრო, ბიჭი ნაგოროდან და ვერც თოჯინების სამყაროს ნახვა შემიძლია, და ვერც ტოკიოში ჩავუსწრებ მზეს,
მტვრიანი ქალაქის გუბეებში ვიწუწები და ვბერავ ყველაზე ლამაზ საპნის ბუშტებს,
როგორც ოცნებებს – მე ,შენ და ტოკიო..

და ეს ჩემი უნებისყოფო საპნის ოცნებები ეხეთქებიან ერთმანეთს და ყოველ ნაბიჯზე მიჭირს იმ დიდი ოცნების გაბერვა, ხელის მტევანზე რომ შევძლო გაჩერება და ვუყურო,როგორ იცვლის ფერებს, როგორ მირეკლავს…

“მარიამ,ვატაში ნი ტოკიო ე ცუიტე კიტე” -მწერს ჩემი შეყვარებული თოჯინების სამყაროდან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>