გაიცანით, ეს ოლივერია!

fsdfsdf

-არ გიყვარს? -რატომ ? არ გიყვარს?  – ეკითხებიან ოლივერს. -რა თქმა უნდა, არა. რომ მყვარებოდა მასთან ერთად ვიქნებოდი. და აი , ამ ფრაზას მთელი გული ამოაყოლა, რომ იტყვიან. იმწამსვე მოკუმა პირი, დაძაბა სახის ყველა კუნთი, წარბები აწია და ჩაახველა. – ოლივერი მაღალი ბიჭია. კლდესავით ბიჭი. მართლა, თუ ოდესმე შემთხვევით გაგიკრავთ მხარი მისთვის, ან სულაც არაშემთხვევით მოგისმენიათ […]

Continue reading


ტრიადა (ჩემთან)

erererererer

– აი, ჩვენ ხომ ყველას გვაქვს დიდი და პატარა სირცხვილები. სირცხვილი.. იცით, როგორი?! საკუთარ თავში რომ აღმოაჩენ ისეთი… და განსაკუთრებულად რომ გახსენებს თავს.. მთელი დღე რომ ვერ აცნობიერებ , რამ აგაფორიაქა, საღამოს კი პირისპირ ჩამოგიჯდება და დამცინავად გიღიმის… ხანდახან, თვალსაც კი გიკრავს ; გეგონა, მხოლოდ სხვებს ემართებოდათ ასეთი რაღაცები და შენ დასცინოდიო.. დღეს ვფიქრობდი და […]

Continue reading


როცა მოვიწყენ…

photo1 (7)

ინტერესის სფერო , როგორც ასეთი, მგონი, არ გამაჩნია. იმდენად ბევრ რამეს წამოვედები ხოლმე. საქსოვი ძაფებივით არიან ჩახლართულნი ეს ჩემი საყვარელი საქმიანობები. ჰოდა, მუდამ აქტიურ ფაზაში მყოფს, ძალიან მალე მბეზრდება და საოცრად ვარიაბელური ტიპი ვარ ერთი კონკრეტული ჰობისთვის. ხანდახან ეს არამყარი ბუნება მეხმარება, ვიყო ოდნავ მაინც საინტერესო. არასტანდარტულ მზერასაც თუ გავითვალისწინებთ. მაგრამ.. როცა მოვიწყენ… მიყვარს მოწყენა. მგონი, […]

Continue reading


ქალი, რომელიც/რომელმაც/რომელსაც…

irgjfrigjrig

ბავშვობაში გადატყავებულ მუხლებზე სულს ბებიაჩემი არ მიბერავდა, არც ბაბუას წაკითხული ზღაპრები ჩამაძინებდა ხოლმე. ბავშვობიდანვე დიდივით ვიზრდებოდი თითქოს. წამოდგომით თვითონ ვდგებოდი, რომ წაქცეული დედას არ დავენახე ჩვენი უშველებელი კუთხის აივნიდან და დაძინებისას ქეთოს მსგავსად ვისმენდი “იავნანას”. ისედაც მადარებდნენ ფილმის პატარა ქეთოს და მოკლედ, სულ მეგონა, ერთ დღესაც ლეკების ტყვე გავხდებოდი, მაგრამ რატომღაც მჯეროდა, რომ ქართული ენა […]

Continue reading


Cancel /’kans(ə)l .

Я, я - не один, но без Тебя просто никто.

მე მოგიყვებით ამბავს ნამდვილ მეგობრობაზე, რომელიც ხეზე არ ჰკიდია. დამთხვევების არ გვჯერა, მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინეთ რომ ეს არდაჯერება იყო  ჩვენი უდიდესი დამთხვევა. ზოგჯერ ვგავართ, აი , მაშინ განსაკუთრებით ,როცა ერთად ვართ. შორიდან, ძალიან განვსხვავდებით. იმდენად, რომ ხუთი წლის წინ ჩვენი მეგობრობის პერსპექტივა არათუ შორიდან არ მიქნევდა ხელს, მეტიც – საერთოდ არ ჰქონდა ხელები და […]

Continue reading


Cause life’s like this’

11074104_962264943813867_2647300254135021571_n

“კომპიუტერის Desktop-ი ადამიანის სულის სარკეა” – ვფიქრობდი იმ დღეს. ჰოდა, კიდევ სულ რამოდენიმე დღეა ,რაც აღმოვაჩინე რომ მაქვს სამახსოვრო ნივთების ფობია. შიში ნივთებისა , რომლებიც ადამიანებმა დაგვიტოვეს/დავუტოვეთ და მერე ისე გაქრნენ/გავქრით – უკან არ მოგვიხედავს არცერთს. ზიხარ და ფიქრობ, გადააგდო თუ არა. ან დამალო. დამალვა იმას ჰგავს, ჭრილობა დაუმუშავებლად რომ შეიხვიო სანამ ექიმს მიასწრებ. თქვენ კი […]

Continue reading


Le vent nous portera

qqssssssssss

.. გამორთე სინათლე, რაც მთავარია თვალების დახუჭვა არ დაგავიწყდეს. ასე უფრო მარტივია, წარმოიდგინო. ჩემი ვერმოყოლილი ამბების სევდა, დღითი-დღე იზრდება. მშიერი ლეკვივით დამყვება აქეთ-იქით და წკმუტუნებს. ვაგროვებდი ამბებს, ქუჩა-ქუჩა, ფოთოლ-ფოთოლ, მზერა-მზერა, სუნთქვა-სუნთქვა. მაგრამ ვერ მოვყევი. როგორც იქნა ჩამოვედი ; ამოვალაგე ისინი ჩემს ბარგთან ერთად. არ ვიცი, ამბებზე და სიტყვებზე მეტი რა უნდა ჩამომეტანა თქვენთვის. ყველასთვის სამყოფი ამბები. […]

Continue reading


მე – წერილების კოლექციონერი

wish

გამარჯობა და ჩუ !- მე თქვენ გიმხელთ ჩემს საზარელ საიდუმლოს : ჩვევას, ვიკითხო ჩემი საყვარელი წერილები ჩუმად – ალბათ ვერასდროს მოვიშლი. არც მაშინ თუ ვიქნები ოთხი შვილის დედა და მეყოლება მსოფლიოში ყველაზე მაგარი მეუღლე. ელექტრონული ფოსტის ყოველი შემოწმებისას, აუღელვებლად ვ-search-ავ საყვარელი წერილების ავტორებს და ვკითხულობ მინიმუმ სამჯერ.. ერთი – ძველი ემოციით, მეორე- რეალობის ადეკვატურად აღქმისთვის (რომ […]

Continue reading


შარშანდელი სექტემბერი

“რა კარგი იყო შარშანდელი სექტემბერი უცხო ქალაქში და უცხო ხალხში ; უცხოც არა, სხვანაირ ხალხში. ვიწრო ქუჩებს მიყვებოდი, ფარდულებით აჭრელებულ ხმამაღალ ქუჩებს და გიხაროდა, რომ ვერავინ გეტყოდა, “შენ ხარ”. აღარც ენა, აღარც ღმერთი, არავისთან არაფერი გქონდა საერთო და ჰაერიც სავსე იყო შენი სახელებით: ნებისმიერს დაირქმევდი ან პირიქით – არ დაირქმევდი, ვინც გინდა თუ ვინც არ […]

Continue reading


მიყვარხარ, გოგო! (ფემინისტური პოსტი)

.. და როცა ხდება ასეთი სიყვარულის ამინდები, სითბოს ამინდები, ჩახუტების ამინდები. ყველაზე მტვრიან ქალაქში სეირნობენ ; წვიმის გოგოები – ყველანაირი საწვიმარი აღჭურვილობის გარეშე, ზაფხულის თხელი , ფერადი სარაფნით, ყვავილებით ხელში და სველი თმებით.. დგანან ივნისის თავსხმა წვიმაში და იღიმებიან. ჰოდა, სამყაროს გრძნობენ. რაღაცნაირად, სხვანაირად. შემოდგომის გოგოები – ლამაზი ბლოკნოტებით, ერთგული კალმისტრებით, ჩანახატებით, ბევრი ფიქრით და […]

Continue reading